კაბინეტი
დაჯავშნა

სტომატოლოგიური ტურიზმი

სტომატოლოგიური ტურიზმი კლინიკაშილოლიპოპიპედიატრიული და ოჯახის სტომატოლოგია

 სანდოობა, ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტები ერთ სივრცეში

კლინიკა ლოლიპოპი გთავაზობთ სრულყოფილ სტომატოლოგიურ მომსახურებას საერთაშორისო პაციენტებისთვის — ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, უმაღლეს პროფესიონალიზმსა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომაზე დაფუძნებული გამოცდილებით. ჩვენი მიზანია, უცხოელ სტუმრებს შევთავაზოთ არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ კომფორტული, უსაფრთხო და პოზიტიური სამედიცინო გამოცდილება.

 

რატომლოლიპოპი“ — სტომატოლოგიური ტურიზმის საუკეთესო არჩევანი საქართველოში

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა: კლინიკა აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით ინოვაციური აპარატურით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სიზუსტესა და პროგნოზირებად შედეგს.
  • მაღალკვალიფიციური გუნდი: ჩვენი ექიმები — ორთოდონტები, ქირურგები, იმპლანტოლოგები თერაპევტები და პედიატრიული სტომატოლოგები — რეგულარულად გადიან ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ (ბელორუსია, იტალია, გერმანია, პოლონეთი), რაც მკურნალობას საერთაშორისო ხარისხის დონეს ანიჭებს.
  • ინდივიდუალური სამკურნალო გეგმა: თითოეული პაციენტი იღებს დეტალურ კონსულტაციას და პერსონალურად შემუშავებულ მკურნალობის გეგმას, რომელიც სრულად შეესაბამება მათ საჭიროებებს, ესთეტიკურ მოლოდინებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს.
  • კომფორტი და ემპათია: „ლოლიპოპი“ გამოირჩევა თბილი, მეგობრული და თანამედროვე გარემოთი, სადაც თითოეული ვიზიტი არ არის დაკავშირებული სტრესთან — იგი იქცევა სასიამოვნო და დადებით გამოცდილებად.

 

 

  • ტურისტული მხარდაჭერა. მკურნალობა და დასვენებაერთ სივრცეში

ბათუმი, შავი ზღვის მარგალიტი, აერთიანებს სამედიცინო სერვისის მაღალ დონეს, კულტურულ მრავალფეროვნებასა და უნიკალურ ატმოსფეროს. ჩვენი პაციენტები იღებენ არა მხოლოდ ჯანმრთელ ღიმილს, არამედ შესაძლებლობას — ისიამოვნონ ზღვისპირა ქალაქის სილამაზით, სტუმართმოყვარეობითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ეს აერთიანებს ყველაფერს, რაც საჭიროა სრულყოფილი სტომატოლოგიური ტურიზმისთვის.

 

 მომსახურებები, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია საერთაშორისო პაციენტებს შორის:

  • ესთეტიკური სტომატოლოგია
  • იმპლანტოლოგია და პროთეზირება • ორთოდონტიული მკურნალობა (ბრეკეტ-სისტემები, aligners) • ბავშვთა სტომატოლოგია და პროფილაქტიკური მკურნალობა

 

ჩვენი მისია

ლოლიპოპის მისიაა — სტომატოლოგიური ტურიზმის განვითარება საქართველოში და საერთაშორისო პაციენტებისთვის სანდო, გამჭვირვალე და მაღალი ხარისხის პლატფორმის შექმნა, სადაც ერთიანდება პროფესიონალიზმი, ადამიანურობა და ინოვაცია.

ჩვენ გვწამს, რომ ჯანმრთელი ღიმილი საუკეთესო მოგონებაა, რომელიც სტუმარს ბათუმიდან თან მიაქვს.