კაბინეტი
დაჯავშნა

ანა ინაიშვილი

84

სამედიცინო განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის პროგრამაზე (2018–2022). შემდგომ პროფესიული განვითარება განაგრძო ბელორუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც გაიარა რეზიდენტურა ორთოდონტიის მიმართულებით (2022–2024).

პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც ბელორუსიაში, ასევე საქართველოში:

  • მინსკი, ქალაქის ბავშვთა კლინიკური პოლიკლინიკა №4 — ორთოდონტი (2022–2024)
  • მინსკი, ესთეტიკური სტომატოლოგიის კლინიკა — ორთოდონტი (2022–2024)
  • ბათუმი, კლინიკა „სმაილ გალერი“ — ორთოდონტი

ანა ინაიშვილი აქტიურად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და მუდმივად დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით ორთოდონტიულ პრაქტიკაში. ის გამოირჩევა კომუნიკაბელურობით, პუნქტუალობითა და ორგანიზებულობით, ხოლო სტრესულ სიტუაციებში გამოავლენს სწრაფი და სწორ გადაწყვეტილებების მიღების უნარს.

მისი პროფესიული პრინციპებია — სიზუსტე, პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება და უწყვეტი განვითარება.