კაბინეტი
დაჯავშნა

სოფო ზაქარაძე

88

სოფო ზაქარაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც 2019 წელს მიიღო დიპლომი სტომატოლოგიის სპეციალობით. პროფესიული განვითარება განაგრძო სტომატოლოგიის კლინიკასა და სასწავლო-კვლევით ცენტრში „უნიდენტი“, სადაც გაიარა რეზიდენტურა (2020–2021) და მუშაობდა როგორც ასისტენტი და შემდგომ უმცროსი ექიმი. 2021 წელს წარმატებით დაასრულა სუბსპეციალობა პირის ღრუს ქირურგიულ სტომატოლოგიაში კლინიკა „დენტივერი XXI“-ში.

სოფო მუდმივად ზრუნავს პროფესიულ ზრდაზე — მონაწილეობს საერთაშორისო ტრენინგებსა და სემინარებში, მათ შორის:

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სტომატოლოგიაში (2024)
  • პრაქტიკული ენდოდონტია: შეცდომები და მათი პრევენცია (2024)
  • პაციენტის უფლებები, სამედიცინო ეთიკა და კომუნიკაცია (2024)

პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა თერაპევტად:

  • კლინიკა „ლოლიპოპი“ — ბავშვთა თერაპევტი (2022–დღემდე)
  • კლინიკა „Smile Gallery“ — ბავშვთა და მოზარდთა თერაპევტი (2021–დღემდე)
  • კლინიკა „უნიდენტი“ — ასისტენტი და უმცროსი ექიმი (2020–2021)
  • კლინიკა „ედო-დენტი“ — ასისტენტი (2018)

 

სოფო ზაქარაძე არის მაღალი პროფესიონალიზმით, სიზუსტითა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით გამორჩეული სტომატოლოგი, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და გამორჩეულია კეთილგანწყობითა და პასუხისმგებლობით.