კაბინეტი
დაჯავშნა

პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია წარმოადგენს სტომატოლოგიის მიმართულებას, რომელიც მოიცავს ღრძილების, პაროდონტის ქსოვილების და მათთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. პაროდონტის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კბილების შენარჩუნებისთვის, არამედ მთელი პირის ღრუსა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

როდის არის საჭირო პაროდონტოლოგი?

  • ღრძილების ანთება და სისხლდენა;
  • ღრძილების ჩამოწევა და კბილების კისრის გაშიშვლება;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან;
  • პაროდონტის დაავადებების პრევენციის საჭიროება.

 

სერვისები ჩვენს კლინიკაში

  • პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შედგენა;
  • ღრძილების ანთების მკურნალობა;
  • პროფესიული ჰიგიენა და ქვის მოცილება;
  • ღრძილების ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა;
  • პაციენტის რეგულარული მონიტორინგი და მოვლის რეკომენდაციები.

 ჩვენი უპირატესობაა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი, თანამედროვე ტექნოლოგიები და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს ღრძილების ჯანმრთელობასა და კბილების ხანგრძლივ შენარჩუნებას.